საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოს გამოცდილებას ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი იზი­ა­რე­ბენ

19 ივნისს მთავრობის კანცელარიის უფროსი კახა ბენდუქიძე ყირგიზეთის, ყა­ზა­ხე­თი­სა და ტაჯიკეთის სამთავრობო სექტორის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციაში სამი ქვეყნის მაღალი რანგის 25 პირი მონაწილეობდა, მათ შორის სხვადასხვა სამინისტროებისა და დე­პა­რ­ტამენტის ხელმძღვანელები.

დელეგაციის ვიზიტის მიზანს საქართველოში მიმდინარე რე­ფო­რ­მების გაცნობა, რე­ფო­რ­მა­ტო­რე­ბ­თან შეხვედრა და საქა­რ­თ­ვე­ლოს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

კახა ბენდუქიძემ ილაპარაკა საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, მათ მნი­შ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და როლზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ბიზნესკლიმატის გაუ­მ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.

შეხვედრა USAID-ის ბიზნესგარემოს რეფორმის პროექტის ინიციატივით მოეწყო.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი