საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

კახა ბენდუქიძე გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

18 ივნისს მთავრობის კანცელარიის უფროსი კახა ბენდუქიძე გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაბრიელე ბიორინგერი - GTZ-ის რეგიონალური ბი­უ­როს დირექტორი; ფრანკ ტიბიტანცლი - GTZ-ის რეგიონალური პროექტის „კერძო სექ­ტო­რ­ის ხელშეწყობა ამიერკავკასიაში" ხელმძღვანელი; სუზანე ბაუერი - GTZ-ის სპეციალისტი და კონსულტანტი სფეროში: ორგანიზაცია და კერძო ბიზნესის განვითარება; გუსტავ რა­ი­ე­რი - სპეციალისტი და კონსულტანტი სფეროში: პროფესიული განათლება, კვალიფიკაცია და ტრეინინგი;

საქართველოს მთავრობის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკის მინი­ს­ტ­რის პირველი მოადგილე ვახტანგ ლეჟავა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ კოვ­ზი­რი­ძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე, სოფლის მეურნეობის სა­მი­ნი­ს­ტ­როს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს ამიერკავკასიის რეგიონში კერძო სექტორის განვითარების ახალი პროგრამის დაწყების შემდგომი ნაბიჯები.

შეხვედრა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ინი­ცი­ა­ტი­ვით მოეწყო.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი