საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

დაიწყო სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების რეგისტრაციის წესის სრულყოფა

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 ივნისის №377 გან­კა­რ­გუ­ლების თანახმად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცე­მ­თა ერთიანი ბაზის მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების სქე­მ­ის სრულყოფის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს საჭირო მომსახურების შესყიდვა.

10 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზო­გა­დო­ე­ბა­ს­თან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივით მოეწყო შეხვედრა ,,სო­ცი­ა­ლუ­რ­ად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის" განმსაზღვრელ კომისიასთან და სო­ციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურთან. უპირველეს ყოვლისა, ურთიერთინფორმირებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თვალ­სა­ზ­რი­სით. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დირექტორი ანდრია ურუშაძე და სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საინფორმაციო ბანკის უფროსი აკაკი დანელია ინტერესით გა­ე­ც­ნენ იმ პრეტენზიებს, რომელიც მეტწილად ისმის მოსახლეობის მხრიდან მათი საქმიანობის შესახებ.

მათ ვრცლად ისაუბრეს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების შემოწმების წე­ს­ზე, მის ეფექტიანობაზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე, იმ ხარვეზებზე, რაც გა­მო­ჩ­ნ­და პროგრამის მიმდინარეობისას და მათი გამოსწორების გზებზე. აღმოჩნდა, რომ ამ სო­ცი­ა­ლური პროგრამით სარგებლობს და სხვადასხვა სახის დახმარებებს იღებს სა­ქა­რ­თ­ვე­ლოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. პროგრამის მიმდინარეობისას ცდომილებამ შეადგინა 15%, რაც ამ სახეობის პროგრამებისთვის იდეალურთან მიახლოებული ცდომილებაა. მი­უ­ხე­დავად ამისა, დაგეგმილია ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება და მის შედეგებზე დაფუძნებით მოხდება შეფასების სკალის გადახედვა. თუმცა, როგორც ბატონმა ანდრიამ აღნიშნა, ეს პროცესი საკმაოდ გრძელვადიანია და საბოლოო სახეს მხოლოდ წელი­წა­დ­ნა­ხე­ვ­რის შემდეგ მიიღებს.

სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ მოგვაწოდა ინფორმაცია მერიის მიერ გნხორციელებული პროექტის ,,სო­ცი­ა­ლუ­რი სახლის" შესახებ და აღნიშნა, რომ იქმნება კომისია, რომლის მიზანია შეარჩიოს ის 28 ოჯახი, ვინც იცხოვრებს ამ სოციალურ სახლში და მისი სურვილია, რომ მთავრობის კა­ნ­ცელარია უფრო აქტიურად ჩაერთოს კომისიის მუშაობაში.

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი