საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძემ მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში

21 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. მან საკუთარი არჩევანი ვაკის რაიონის მე-15 საარჩევნო უბანზე გააკეთა. ვლადიმერ გურგენიძემ ყველას მოუწოდა მაქსიმალურად შე­უწყონ ხელი უბნებზე დამკვირვებელთა საქმიანობას, რათა მათ შეძლონ ნორმალურად მუშაობა: ,,აუცილებელია, რომ არჩევნები ჩავატაროთ ღირსეულად და დემოკრატიულად, ქართველი ხალხის ნება სრულიად უნდა იყოს დაცული და გამოხატული. შედეგად, უნდა მივიღოთ ისეთი ქმედითი პარლამენტი, როგორიც ეკადრება ჩვენს ერს. მინდა კიდევ ერ­თ­ხელ თხოვნით მივმართო საარჩევნო უბნებზე მომუშავე ადამიანებს, რომ ყველა დამკ­ვი­რ­ვე­ბელს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მუშაობაში, რადგან დამკვირვებლებს ძალიან მნი­შ­ვ­ნე­ლო­ვანი, საპასუხისმგებლო ფუნქცია აკისრიათ" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი