საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძე კახეთის რეგიონში იმყოფებოდა

20 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურ­გე­ნიძე კახეთის რეგიონში იმყოფებოდა. მან პროგრამა ,,ჩემი პი­რ­ვე­ლი კომპიუტერის" ფარგლებში სოფელ ვაჩ­ნა­ძი­ა­ნის წარჩინე­ბულ მოსწავლეებს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადა­ს­ცა.

შემდეგ ვლადიმერ გურგენიძე თელავში ჩავიდა და ბიზნეს­ფო­რუმი გახსნა. მისი შეფა­სე­ბით, ,,დღევანდელი ბიზნესფორუმი არის იმ ფორუმების ანალოგიური, რომლებიც უკვე ჩატარდა ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა რეგიონებში. ამ ფორუმებზე შეინი­შ­ნე­ბა დიდი დაინტერესება როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეწარმეების მხრიდან. კახეთს აქვს უდიდესი პოტენციალი, პი­რ­ველ რიგში, მეღვინეობის თვალსაზრისით, რომელიც არის კახეთის და მთლიანად ქა­რ­თუ­ლი ეკონომიკის ფლაგმანი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პა­რა­ლელურად ვითარდება სოფლის მეურნეობის სხვა დარგებიც, რაც ძალიან მნიშვნე­ლო­ვა­ნია" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი