საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძემ პროგრამა

19 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე და ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე იმ მეწარმეებს შეხვდნენ, რომლებმაც ისა­რ­გე­ბლეს პროგრამა ,,იაფი კრედიტით".

შეხვედრაზე შეჯამდა პროგრამის პირველი ეტაპის შედეგები.

პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის განვითარება, ექსპორტის ზრდისა და დი­ვე­რ­სი­ფი­კაციის ხელშეწყობა, რეგიონალური ტურიზმის და ხალხური რეწვის განვითარება, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

ამ ეტაპზე შემოსულია 1082 განაცხადი, რომელთა მთლიანი ღირებულება 320 მი­ლი­ონ ლარს შეადგენს. მთავრობის მიერ საქართველოს ყველა რეგიონისათვის დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია 21 მილიონი ლარის სესხი, ამათგან უკვე გაცემულია 8,7 მილიონი ლარი, ხოლო 12,3 მილიონი ლარი გასაცემად მზადდება. აღნიშნული პროექტების რეალიზების შედეგად და­ს­ა­ქ­მ­დება დაახლოებით 30 500 კაცი.

,,უნდა აღინიშნოს, რომ ,,იაფი კრედიტის" პროგრამა ძალიან წარმატებული და პო­პუ­ლა­რუ­ლი აღმოჩნდა. 1000-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, ეს მოწმობს იმ სამეწარმეო ენე­რ­გი­ასა და ინიციატივას, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში იჩენენ. ბუნებრივია, ყველა განაცხადის დაკმაკოფილება შეუძლებელია, მათი შინაარსისა და სხვა მახასიათებლებიდან გამო­მ­დი­ნარე. ამ ეტაპზე დავამტკიცეთ დაახლოებით 21 მილიონი ლარის სესხი.

დღეს თქვენთან ერთად მინდა განვიხილო პროგრამის განვითარების და მომავალში მისი კიდევ უფრო გაფართოების დეტალები," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი