საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძე რუსთავში მეწარმეებს შეხვდა

15 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე რუსთავში მს­ხ­ვი­ლი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა. ილაპარაკეს კადრების გადამზადების და ახა­ლი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, შეინიშნება დი­ნა­მიკა და საწარმოების უმეტესობა გაფართოებას აპირებს: ,,ბევრი საწარმო უკვე მუშაობს ექსპორტზე და აპირებს წარმოებული პროდუქციის გაოთხმაგებას. პირველ რიგში, მინ­დო­და გავცნობოდი იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარება ცენტრალურ ხელისუფლებას შე­უ­ძ­ლია. როგორც გაირკვა რუს­თა­ვში ინდუსტრიული ზონის განვითარების სერიოზული ხე­ლის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ვლადიმერ გურგენიძემ ასევე ილაპარაკა პროგრამა ,,იაფი კრედიტის" შესახებ და გა­ნა­ც­ხადა, რომ ,,იაფი კრედიტი" კარგად მოერგო ქვემო ქართლის რეგიონს, მათ შორის რუს­თა­ვს: ,,პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონისათვის დამატებით გამოიყო 5 მი­ლი­ონი ლარი. კვლავ გრძელდება განაცხადების მიღება და მათი განხილვა. ქვეყნის მა­ს­შ­ტა­ბით უკვე განხილულია 1000-ზე მეტი განაცხადი."

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი