საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო მაგისტრალის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია

14 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე თელავში ჩავიდა, სადაც ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო მაგისტრალის რეაბილიტაციის პრო­ე­ქ­ტის პრეზენტაციას დაესწრო.

საავტომობილო მაგისტრალის რეაბილიტაცია 2 კვირაში დაიწყება. მთლიანად გარე­მო­ნ­ტ­დე­ბა გზის 94-კილომეტრიანი მონაკვეთი. შედეგად, მანძილი თელავიდან თბი­ლი­სა­მ­დე 41 კილომეტრით შემცირდება. ამ პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო 60 მი­ლი­ონი დოლარის საინვესტიციო კაპიტალის ჩადებას გეგმავს. სამუშაოები, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დასრულდება და იქ 5000-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.

- ,,ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე რეგიონის ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებისათვის. აღსანიშნავია ის­იც, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და შემცირდება მანძილი თბილისამდე - თე­ლავიდან თბილისში ჩასვლა 45 წუთში იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ვლადიმერ გუ­რ­გენიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თელავში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ისინი მთავრობის მეთაურს, ძირითადად, დასაქმებას და სო­ცი­ალური პრობლემების მოგვარებას სთხოვდნენ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი