საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძე ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეწვია

13 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურ­გე­ნი­ძე ბორჯომის მუ­ნი­ცი­პალიტეტში იმყოფებოდა. თავდაპი­რ­ვე­ლად მან სოფელ რველში გაზსადენზე მიმდინარე სამუშაოები და­ა­თ­ვალიერა. ითქვა, რომ წლის ბოლომდე მოხდება მთელი სოფ­ლ­ის გა­ზი­ფი­ცი­რება.

შემდეგ, ვლადიმერ გურგენიძემ, პროგრამა ,,ჩემი პირველი კო­მ­პიუტერის" ფარ­გ­ლე­ბ­ში, ბორჯომის №1 საჯარო სკოლაში წა­რ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოსწავლეები პერსონალური კომ­პი­უ­ტე­რე­ბით დააჯილდოვა, სკოლას კი სპო­რ­ტუ­ლი ინვენტარის ახალი კომპლექტი გადასცა.

1 100 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარის პაკეტში შედის: კალათბურთის, ფე­ხბურთის, ფრენბურთის და რაგბის ბურთები, ფრენბურთის ბადე, ფეხბურთის კარის ბადე, კრივის ხელთათმანი და ტომარა, სავარჯიშო ლეიბი და სხვა.

მოგვიანებით, ბორჯომის კულტურის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ად­გი­ლო­ბ­რივ მოსახლეობას შეხვდა და რაიონში არსებულ პრობლემებს გაეცნო. ,,აქაც, ისე რო­გორც საქართველოს ყველა რეგიონში არის პრობლემები. ჩვენ თანმიმდევრულად ვე­ც­ნო­ბით ამ პრობლემებს და მაქსიმალურად ვცდილობთ მათ გადაჭრას. ცენტრალური ხე­ლი­სუ­ფ­ლების დახმარებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ რაიონში ძალიან ბევრი რამ კეთდება. ბუნებრივია, გასაკეთებელი ბევრად მეტია, არის წყლის მი­წო­დე­ბის პრობლება, აღსადგენია საკურორტო ინფრასტრუქტურა და მრავალი სხვა რამ", - გა­ნაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი