საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რაჭაში იმყოფებოდა

10 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე რაჭაში იმ­ყო­ფე­ბო­და. თავდაპირველად იგი ამბროლაურში ჩავიდა და პროგრამა ,,ჩემი პირველი კომ­პი­უ­ტე­რის" ფარგლებში №2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომ­პი­უ­ტე­რები გადასცა.

ამბროლაურიდან ვლადიმერ გურგენიძე სოფელ ხვანჭკარაში გაემგზავრა, სადაც ად­გი­ლო­ბ­რივ მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, წელს რთველი, გასულ წელთან შედარებით, განსხვავებული იქნება და ყურძენსაც რეალური ფასი დაედება: ,,ისევე როგორც კახეთში, აქაც დავპირდით მოსახლეობას, რომ წლევანდელი რთველი ჩატარდება ყველაზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად, აჟიოტაჟის და ემოციური ფონის გარეშე. რთვლის შემდეგ არც ერთ გლეხს არ დარჩება უსამართლობის გრძნობა," - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.

საქართველოს მთავრობა გეგმავს, რთვლის პერიოდში დახმარება გაუწიოს არა მე­ღ­ვი­ნეებს, არამედ გლეხებს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის რაჭაში ყოფნის დროს ცნობილი გახდა, რომ ურავის და­რი­შ­ხა­ნის საწარმოში ახალი ინვესტორი შემოდის.

პრემიერ-მინისტრთან ერთად რაჭაში იმყოფებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი