საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე ქუთაისში იმყოფებოდა

7 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე ქუთაისში იმ­ყო­ფე­ბოდა. მან პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის №1, იოსებ ოცხელის სახელობის №2 და წმინდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის" მიხედვით, პერსონალური კომპიუტერები საჩუქრად გადაეცემათ 2006-2007 სასწავლო წლის მეათე და მეთერთმეტეკლასელ წარ­ჩი­ნებულ მოსწავლეებს.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 50-დღიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რაც განათლების კუთხით დაგეგმილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონი­ს­ძი­ე­ბაა.

- ,,მოხდება საქართველოს ყველა სკოლის კომპიუტერიზაცია, იქნება ინტერნეტი და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ამასთან, პედაგოგებისათვის ვქმნით უკეთეს პი­რო­ბებს - უკვე განხორციელდა პედაგოგების დაზღვევის პროგრამა, განათლებისა და მეც­ნი­ე­რე­ბის სამინისტრომ გამონახა საშუალება, რომ პედაგოგებმა ე.წ. მეცამეტე ხელფასი მიი­ღონ აკადემიური წლის დასრულებისთანავე, მაისში და არა კალენდარული წლის ბოლოს, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ყველა ღონეს ვიხმართ საიმისოდ, რომ პედაგოგებს შრომა დაუფასდეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში ქუთაისში სულ 350 წარ­ჩი­ნე­ბულ მოსწავლეს გადაეცემა პერსონალური კომპიუტერები.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი