საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძე გურიაში იმყოფებოდა

2 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე გურიაში იმ­ყო­ფე­ბო­და. მან ოზურგეთსა და ლანჩხუთში ჩაის გადამმუშავებელი საწარმოები დაათვალიერა. ლანჩხუთის საწარმო შედარებით მცირე ზომისაა და მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. ოზურგეთში მდებარე ქარხანაში კი დაახლოებით 1300 კაცი დასაქმდება და წარმოებული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე გავა. ამჟამად ამ საწარმოებში რეაბი­ლი­ტა­ცი­ის სამუშაოები მიმდინარეობს და პროდუქციის გამოშვება დაახლოებით ერთ თვეში იგეგ­მე­ბა.

ორივე საწარმო იაფი კრედიტის მიღების კანდიდატია.

- ,,ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, იაფი კრედიტი განაწილდეს საქარ­თ­ვე­ლ­ოს ყველა რეგიონში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იაფი კრედიტით სარგებლობდნენ რო­გორც მს­ხ­ვი­ლი, ისე წვრილი საწარმოები" - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.

პრემიერ-მინისტრთან ერთად გურიაში იმყოფებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი