საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

მილტონ ფრიდმანის პრიზი თავისუფლების გავრცელებისათვის ვენესუელელ სტუდენტს გადაეცემა

მილტონ ფრიდმანის პრიზი თავისუფლების გავრცელებისათვის და 500 000 დოლარი მიენიჭა 23 წლის სტუდენტს ვენესუელიდან იონ გოიკოჩეას. იონ გოიკოჩეას ბრძოლის შედეგად ვენესუელის მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ უგო ჩავესის მიერ შე­მო­თავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებითაც ფართოვდებოდა პრეზიდენ­ტის უფლებამოსილება და უქმდებოდა პრეზიდენტობის ორი ვადით შეზღუდვა.

ეს გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო კომიტეტმა, რომელშიც შედიან: კახა ბე­ნ­დუქიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი, ედუარდ ქრეინი - კა­ტო­ნის ინსტიტუტის პრეზიდენტი; ფრანჩისკო გილ დიასი - მექსიკის ფინანსთა ყოფილი მინი­ს­ტ­რი; როუზ ფრიდმანი - მილტონ ფრიდმანის ქვრივი; კარენ ჰორნი - გერმანიის ეკო­ნო­მი­კის ინსტიტუტის დირექტორი; ჩარლზ კოხი - Koch Industries-ის დირექტორი; ენდრიუ მიუ­ე­ნ­და - ადვოკატთა კოალიცია უგანდას განვითარებისათვის, მკვლევარი; მარი ანასტასია ო'გრე­იდი - Wall Street Journal-ის რედაქტორი; ფარიდ ზაქარია - Newsweek International-ის რედა­ქ­ტო­რი.

წინა წლებში საერთაშორისო ჟიურის წევრები იყვნენ მარგარეტ ტეტჩერი - ბრი­ტა­ნეთის პრემიერ-მინისტრი, ვასლავ კლაუსი - ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ფრე­დე­რიკ სმიტი - კორპორაცია ფედექსის დირექტორი.

მილტონ ფრიდმანის პრიზი თავისუფლების გავრცელებისათვის 500 000 აშშ დოლარი იონ გოიკოჩეას საზეიმოდ გადაეცემა. 15 მაისს ნიუ-იორკში, სასტუმრო უოლდორფ-ასტორიაში. ცერემონიალში მონაწილეობას კახა ბენდუქიძე მიიღებს.

ეს პრიზი ნობელის პრემიის ლაურეატმა მილტონ ფრიდმანმა და მისმა მეუღლემ როუზ ფრიდმანმა დააარსეს. პრიზი ორ წელიწადში ერთხელ გადაეცემა პირს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ინდივიდუალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური თავისუფლებისა განვითარებაში. ფრიდმანის პრიზის მიიღეს ბრიტანელმა ეკონომისტმა პიტერ ბაუერმა (2002), პერუელმა ეკონომისტმა ერნანდო დე სოტომ (2004) და ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარტ ლაარმა (2006).

საერთაშორისო კომიტეტის წევრის კახა ბენდუქიძის თქმით, ,,აქამდე, მილტონ ფრ­ი­დ­მა­ნის პრიზს იღებდნენ ისინი, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ეკონომიკური თავისუფლების გავრცელებაში. ადამიანის უფლებები და პირადი თავისუფლება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჭეშმარიტი ეკონომიკური თავისუფლება მხოლოდ დემოკრატიულ ქვე­ყა­ნა­ში მიიღწევა. ჩვენ იონ გოიკოჩეა ავარჩიეთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი იბრძოდა ავტორიტარიზმის, ადამიანის უფლებების შელახვის წინააღმდეგ - სხვა კანდიდატებიც ასე­ვე თავდადებულად იბრძოდნენ ადამიანის უფლებების დასაცავად - არამედ იმიტომ, რომ მან შედეგს მიაღწია. მისი ბრძოლის შედეგად ჩავესმა ვერ შესძლო თავისი დიქტატურის განმტკიცება"

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი