საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძე თეთრი წყაროს მუნიციპა­ლი­ტეტს ეწვია

1 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გუ­რ­გენიძე თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტს ეწვია და თეთრი წყაროს №1 საჯარო სკოლა მოინახულა. სკოლის რეაბილიტაცია ახლახანს დასრულდა და იქ 300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.

- „ეს არის მნიშვნელოვანი ობიექტი, რომლის სრული რეა­ბი­ლიტაცია ჩვენ მო­ვას­წა­რით. საქართველოში ორ-სამ წელიწადში არ დარჩება არც ერთი სკოლა, რომელიც თანა­მე­დ­როვე სტან­და­რ­ტებს არ უპასუხებს. გარდა ამისა, „ჩემი პირველი კომპიუტერის" პროგ­რა­მის ფარგლებში ამ სკოლის 8 წარჩინებულ მოსწავლეს დღეს გადავეცით პრეზიდენტის საჩუქარი - პერ­სო­ნა­ლუ­რი კომპიუტერები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერი" უზრუნველყოფს სწავლის წახალისებას წარ­ჩინებულ მოსწავლეთა მხარდაჭერის გზით, ასევე სასწავლო გარემოს მოდერნიზაციასა და თანამედროვე სტანდარტებთან მისადაგებას.

პრემიერ-მინისტრთან ერთად თეთრ წყაროში იმყოფებოდნენ მაჟორიტარობის კან­დი­და­ტი ნაციონალური მოძრაობისგან დავით ბეჟუაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ალექსი ჩიკვაიძე.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი