საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძე ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტებს ეწვია

16 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე ლენტეხის და მესტიის მუნიციპალიტეტებს ეწვია. იგი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონისათვის აქტუალურ პრობლემებს გაეცნო.

რეგიონისათვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მო­სა­ხლეობის სოციალური დახმარებაა. ამ მიზნით სვანეთში სამედიცინო სადაზღვევო ვაუ­ჩე­რე­ბის დარიგება იწყება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე, იგეგმება მესტია-ხაიშის გზის 70-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსა­ხ­ლე­ობა მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და სტიქიის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას ითხოვს.

- ,,ჩვენ ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ, თუ როგორ, როდის, რა საშუალებებით შევძლებთ აქ არსებული პრობლემების უახლოეს მომავალში გადაჭრას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ხელისუფლება მოსახლეობას კიდევ ერთი პრობლემის გადაწყვეტას დაჰპირდა. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში უშუქოდ დარჩენილ ოთხი სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს მომავალში აღუდგება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი