საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძემ იმერეთში სტიქიის დროს დაზარალებული სოფლები მოინახულა

23 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე იმერეთში იმყოფებოდა. მან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ზაალ გამცემლიძესთან ერთად სტიქიის დროს დაზარალებული სოფლები მოინახულა.

პრემიერ-მინისტრმა წყალტუბოს რაიონში მოინახულა წყალდიდობის შედეგად დაზარალებული სოფელი ჟონეთი და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ადიდებულმა რიონმა წყალტუბოში 20 ჰა მიწის ნაკვეთი დატბორა. სოფელ ჟონეთის შემდე ვლადიმერ გურგენიძე ქუთაისში ჩავიდა და ჯაჭვის ხიდთან მოსახლეობას შეხვდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია ზარალის დაანგარიშება და დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფო დახმარებას გაუწევს. წყალტუბოს რაიონში მცხოვრებ 25 ოჯახს, რომლებიც ყოველ გაზაფხულს სტიქიის შემოტევის მსხვერპლი ხდებიან, სახელმწიფო დაეხმარება ახალი სახლების შეძენაში.

იმერეთის შემდეგ ვლადიმერ გურგენიძე სამეგრელოში, ხობის რაიონში გაემგზავრა, სადაც აგრეთვე მოინახულა სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი