საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძემ მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში

5 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებში. მან თავისი არჩევანი თბილისში, ვაკის მე-15 საარჩევნო უბანში გააკეთა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, განწყობა არის კარგი, არჩევნები მშვიდად და ორგანიზებულად მიმდინარეობს. მან იმედი გამოხატა, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში. - ,,ჩემი პროგნოზი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო გააგრძელებს წინსვლას. სულ მალე მივაღწევთ ჩვენს მიზანს საქართველო - სიღარიბის გარეშე", - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი