საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი

11 მაისს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში" გაიხსნა საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი. იგი ოფიცილურად გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მირეკ ტოპოლანეკი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე, ჩეხეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი მარტინ რიმანი. დღესვე მხარეებს შორის გაფორმდა მემორანდუმი ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სს ,,ბლოკეს", ,,ჩეხეთის საექსპორტო ბანკისა" და შპს ,,ბლოკ-ჯორჯიას" წარმომადგენლებმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ხელშეწყობას, ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას, საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფოების შექმნასა და მნიშვნელოვანი საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვას ჯანდაცვის სფეროში.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი