საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი ტოომას ჰენდრიკ ილვესს შეხვდა

8 მაისს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ტოომას ჰენდრიკ ილვესს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკვე გუშინ შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და ძალიან მალე სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას.

მისი თქმით, ერთობ მნიშვნელოვანია ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ესტონეთის დელეგაციას თან ახლავს წარმომადგენლობითი ორმოცდახუთკაციანი ბიზნესმენთა ჯგუფი. გუშინ გაიმართა ბიზნესფორუმი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები ინტენსიურად გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი