საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარმატებით ჩაუტარდა კარდიოქირურგიული ოპერაცია ჰიუსტონის წმინდა ლუკას სახელობის საავადმყოფოში (ტეხასის სამედიცინო ცენტრი) და იგი, სავარაუდოდ, 10-12 დღის განმავლობაში დარჩება ამ კლინიკაში

კარდიოქირურგმა ჩარლზ ფრეიზერმა, რომელსაც ამ ტიპის მრავალი ოპერაცია აქვს გაკეთებული, განაცხადა: ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაიკეთა ეს ოპერაცია გულთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენ მივაღწიეთ დასახულ მიზანს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი პაციენტის ჯანმთელობის შემდგომი მდგომარეობის მიმართ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი