საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით გიორგი ბარამიძე შეასრულებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გეგმიური შემოწმების მიზნით მიმართა ჰიუსტონის წმინდა ლუკას სახელობის საავადმყოფოს კარდიოლოგიურ განყოფილებას. კონსულტაციების შემდეგ ამერიკელმა პროფესორებმა ურჩიეს ბატონ ზურაბს ქირურგიული ჩარევა. ერთობლივი შეთანხმებით გადაწყდა, რომ მოსახერხებელი იყო ოპერაციის ვიზიტის დასრულების შემდგომ გაკეთება.

კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნისას ასრულებს ვიცე-პრემიერი - სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი