საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

მთავრობის კანცელარიაში ქველმოქმედების ტრადიცია დამკვიდრდა

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ქველმოქმედებას კონფლიქტურ ზონაში ასჯერ მეტი ძალა აქვს, რადგან ადამიანები საქართველოს ასეთ ზონებში ასჯერ უფრო მგრძნობიარენი არიან, ასჯერ მეტად მოელიან და საჭიროებენ გამხნევებას.

ჩვენი მცირედი თანხით უდიდესი საქმე გაკეთდა - აღმშენებლობის ტენდენციას სულიერების ტენდენცია შეემატა, მათთვის ხელშესახებად გახდა საგრძნობი თანადგომა და მზრუნველობა: ჩვენი შეკერილი სატანვარჯიშო ლეიბი, ჩანთები, ჩვენი ხელნაკეთი სამკაულები, ჩვენი შეკრებილი საკითხავები, თვალსაჩინოებები და ჩვენს მიერ მოწყობილი მათი ეზო ქმნის იმ განცდას, რომ დედაქალაქში ისე სხვათაშორის კი არა, გულიანად იზრუნეს ერთი პატარა სოფლის ბაგა-ბაღზე.

იერუსალიმიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის ხატი სოფლის მღვდელმა მამა დავითმა ჩვენი თანდასწრებით აკურთხა.

სამშვიდობოებს ჩვენი კოლონის შეყვანა შემოვლითი გზით დასჭირდათ.

ეზოში დაიდგა ბანერი: ,,წინ გამარჯვებებისაკენ", რომელზეც NBI-ს საკალათბურთო მატჩზე მოხვედრილი დევი და ნაცარქექია არიან გამოსახული.

აქციაში მონაწილეობა მიიღო გერმანიის მკვიდრმა მირიან გველესიანმა. მან თავის კლასში შეგროვილი სათამაშოები და ტანისამოსი გამოუგზავნა პატარებს.

თან გვახლდა ეუთოს წარმომადგენელი, წარმოშობით ბულგარელი, თავის ოს მეუღლესთან ერთად, რომელიც თარჯიმნობასაც ითავსებდა. მათთვის ჩვენს აქციაში მონაწილეობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, როგორც გვითხრა მისიაში მონაწილეობის დაწყებიდან მოყოლებული, ნატრობდა ასე უშუალო შეხებას ქართულ მოსახლეობასთან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი