საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

12 აპრილს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინიტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა OPIC-ის პრეზიდენტს რობერტ მოსბახერს. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ზურაბ ნოღაიდელმა OPIC-ის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები. თავის მხრივ კი რობერტ მოსბახერმა სტუმარს OPIC-ის ინტერესთა სფეროები გაუზიარა.

შემდეგ ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა აშშ-ს სავაჭრო პალატის ელჩს ჯონ ვერონაუსს. ელჩს პრემიერ-მინისტრი ესაუბრა საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობებსა და საქართველოში საინვესტიციო გარემოზე, გააცნო საქართველოს მაკროეკონომიკური შედეგები, განიხილეს სამომავლო გეგმები.

ზურაბ ნოღაიდელისა და აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილის ჩარლზ კონერის შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საირიგაციო სისტემები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩარლზ კონერს აგრეთვე გააცნო საქართველოში მიმდინარე პროცესები.

სახაზინო დეპარტამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღო აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ რობერტ კიმიტმა, რომელსაც ზურაბ ნოღაიდელმა გააცნო საქართველოს მაკროეკონომიკური შედეგები. შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და ამერიკის ინვესტიციები საქართველოში.

მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან დიკ ჩეინისთან. საუბარი შეეხო საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ ვითარებას, მიმდინარე რეფორმებს, ნატოსთან ინტენსიურ დიალოგს და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ნოღაიდელი აგრეთვე შეხვდა აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილეს გორდონ ინგლანდს. მხარეებმა მოიწონეს საქართველოსა და ამერიკას შორის სამხედრო სფეროში მიღწეული თანამშრომლობის დონე. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას.

13 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა USTDA-ში (US Trade and Development Agency). შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა გააცნო საქართველოს მაკროეკონომიკური შედეგები. განიხილეს საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

იმავე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკში გამართულ კონფერენციაში. თავის გამოსვლაში ზურაბ ნოღაიდელმა ილაპარაკა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ეკონომიკურ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. კონფერენციაზე მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა პოლ ვოლფოვიცმა ზურაბ ნოღაიდელს გადასცა Doing Business-2007 Top Reformer (N1 რეფორმატორ ქვეყანას) - საქართველოს სპეციალური პრიზი.

აღსანიშნავია შეხვედრა აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანთან სამუელ ბოდმანთან. მას პრემიერ-მინისტრმა გააცნო საქართველოს ენერგოსისტემის მდგომარეობა. ასევე ილაპარაკეს ტრანსკასპიური კორიდორის პოტენციალზე და სამომავლო გეგმებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ნიკ ბარნის შეხვედრაზე ისაუბრეს რეფორმების, საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგების, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების და ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი