საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრო

21 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მთავრობის სხდომის შემდეგ ქვემო ქართლში გაემგზავრა და მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანში და საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

რეგიონში სტუმრობისას ზურაბ ნოღაიდელმა გახსნა ,,ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზია და დაათვალიერა მშენებარე კინოთეატრი, რომლსაც ,,რუსთაველს" არქმევენ.

რეგიონში აგრეთვე დაიწყო ასფალტის დაგება. გზების რეაბილიტაციისთვის 10 მილიონი ლარია გამოყოფილი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი