საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

მცირე და საშუალო საწარმოთა დაჯილდოება

13 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მონაწილეობა მიიღო სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ მცირე და საშუალო საწარმოთა კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.
ნომინაციების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

1. ნომინაცია ,,საუკეთესო მცირე საწარმო"
შპს ,,უნისტილი
" (თბილისი);

2. ნომინაცია ,,საუკეთესო საშუალო საწარმო"
შპს ,,პალიასტომი 2004" (ფოთი);

3. ნომინაცია ,,საუკეთესო ექსპორტიორი"
შპს ,,დელტა-კონტაქტი"
(რუსთავი);

4. ნომინაცია ,,საუკეთესო ფერმერი ან აგროფირმა"
შპს ,,ალგი+"
(გორის რაიონი, სოფელი კარალეთი);
პრემიერ-მინისტრმა გამარჯვება მიულოცა ნომინაციებში გამარჯვებულ საწარმოებს და მათ შემდგომი წარმატებები უსურვა.

- ,,3 წლის წინათ კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, საქართველოს მასშტაბით და-იწყო წარმატებული მცირე და საშუალო საწარმოების შერჩევა და მათი დაჯილდოება. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა საწარმომ სულ ახლახანს დაიწყო ფუნქციონირება. მაგალითად, ერთ-ერთ წლევანდელ გამარჯვებულ საწარმოს შარშან მხოლოდ 160 ათასი ლარი ჰქონდა წლიური ბრუნვა, წელს კი ამ მაჩვენებელმა 40-ჯერ მოიმატა. ასეთი პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა, მსგავს მზარდ კომპანიებს მხარი დავუჭიროთ, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მათთვის საინვესტიციო გარემო, რათა აქ გამარჯვებული საწარმოების მსგავსად, სხვებმაც შეძლონ სწრაფად და ეფექტიანად განვითარება" - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი