საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრის შესახებ

2007 წლის 19 თებერვალს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს დოქტორ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც საქართველო-გერმანიის, ისე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, საქართვე-ლოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმების, ევროპის სამეზობლო პროგრამის მოქმედებათა გეგმის შესახებ. იმსჯელეს აგრეთვე ენერგეტიკულ პოლიტიკასა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე.
შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი