საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა

2006 წლის 16 აგვისტოს ქ. ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის არტურ რასი-ზადეს ხელმძღვანელობით, დაიწყო მუშაობა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა-შორისი კომისიის მე-3 სხდომამ.

სხდომაზე იგეგმება ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა და აქტუალური საკითხების განხილვა, აგრეთვე ორ სახელმწიფოს შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხები.

კომისიის ფარგლებში ჩატარდება ორი ქვეყნის საქმიანი წრეების ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი არტურ რასი-ზადე.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი