საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრესრელიზი

საქართველოს სტატისტიკის სისტემის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

3 დეკემბერს შეიქმნა სტატისტიკის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით. ჯგუფის მიზანია შეიმუშაოს საქართველოს სტატისტიკის სისტემის რეფორმის კონცეფცია, რომელიც უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკის დამოუკიდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სტატისტიკური მეთოდოლოგიების გამოყენებას.

კონცეფციის შემუშავების მიზნით აღნიშნულმა ჯგუფმა შეხვედრები გამართა ბიზნესის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო დონორებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია ასევე შეხვედრები პარლამენტის წევრებთან.

დღევანდელ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფი პრემიერ-მინისტრს რეფორმის კონცეფციის პირველ ვარიანტს წარუდგენს.

ჯგუფმა იანვრის ბოლომდე უნდა შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს განსახილველად სტატისტიკის სისტემის რეფორმის კონცეფციის დასრულებული ვარიანტი.