საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

2009 წლის 17 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრს წნევის მცირედი ცვალებადობა აღენიშნა, რის გამოც იგი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ობსერვაციულ პალატაში გადაიყვანეს. გრიგოლ მგალობლიშვილს რამდენიმედღიანი სტაციონალური მკურნალობა ქართველი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ჩაუტარდება. პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

იანვრის დასაწყუსში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გერმანიაში კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარეს. გერმანელმა ექიმებმა მას ნეფროპათიის (ინფექციის შედეგად გამოწვეული თირკმლის ანთებითი პროცესი) დიაგნოზი დაუსვეს და ოთხკვირიანი მკურნალობა დაუნიშნეს.

 

მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი