საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა ფინანსთა მინისტრს პირველი დავალება მისცა

9 თებერვალს მთავრობის კანცელარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პირველი სამუშაო დღე ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურშვილთან შეხვედრით დაიწყო და პირველი დავალება მისცა. " ამ საკითხზე ვმუშაობდი მაშინაც, როდესაც ფინანსთა მინისტრი ვიყავი. მე დავავალე კახა ბაინდურაშვილს დააჩქაროს მაღალი ჩინოვნიკების ხარჯების შემცირების პროცესი. საუბარია ადმინისტრაციულ ხარჯებზე: საწვავზე, სატელეფონო და მივლინების საგანგებო ხარჯებზე, მანქანებზე. ეკონომიკის დამატებითი სტიმულირებისთვის ეს ხარჯები იაფ კრედიტზე უნდა იყოს მიმართული, საუბარია 10 მილიონ ლარამდე შემცირებაზე. წარმოდგენილ ბიუჯეტში ადმინიტრაციული ხარჯები მაქსიმალურადაა შემცირებული. არის აგრეთვე გარკვეული რეზერვები.

ყველა ის ადმინისტრაციული ხარჯი, რომელიც შეიძლება, რომ შემცირდეს განსაკუთრებით მაღალ ჩინიან ადამინებზე მაქსიმალურად შემცირდება." - განაცხადა ნიკა გილაურმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი