საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა ახალი მინისტრი დიმიტრი შაშკინი წარადგინა

9 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოს სასჯელ აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახლად შექმნილ სამინისტროში თანამშრომლებს დიმიტრი შაშკინი წარუდგინა. ნიკა გილაურმა განმარტა სამინისტროს მიზნები. "ჩემთვის და განახლებული მთავრობისათვის, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოპოზიციასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა იქნება. მათთან დიალოგი, აზრების გაზიარება, ეს, ის საკითხებია, რომლებიც ხელისუფლებისათვის ამ პერიოდის განმავლობაში, მრავალი მცდელობის მიუხედავად, არც თუ ისე წარმატებულია.სწორედ ამიტომ, მინისტრთა კაბინეტის წევრი ხდება ადამიანი, რომელიც არა პოლიტიკაში,არამედ არასამთავრობო ორგანიზაციაში მოღვაწეობდა. მოგეხსენებათ, რომ იგი ამ ჯგუფის ხელმძღვანელი ხდება. ბრძანებას ხელს ორი დღის განმავლობაში მოვაწერ.მას მინისტრობის პერიოდში, ორი მიმართულება ექნება, დიალოგი ოპოზიციასთან და არასამთავრობო საზოგადოებასთან. იგი ამავდროულად სათავეში ახალ სამინისტროს ჩაუდგება და ამასთანავე მას მრავალი პრობლემატური საკითხის გადაწყვეტა მოუწევს. ამიტომ წარმატებას ვუსურვებ. წარმატებას გისურვებთ თქვენც, ერთად მუშაობაში."-განუცხადა ნიკა გილაურმა ახლადშექმნილი სამინისტროს თანამშრომლებს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პერსცენტრი