საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი „თბილავიამშენს“ ეწვია

2009 წლის 3 აპრილს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური „თბილავიამშენს“ ეწვია.

საწარმოს თანამშრომლებთან შეხვედრისას პრემიერ–მინისტრმა ისაუბრა ფინანსური კრიზისის, პრობლემის აღმოფხვრის გზების და სამუშაო ადგილების შენარჩუნების, ასევე ქართული ეკონომიკის გასაძლიერებლად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ განხორცილედება  სხვა  მრავალი პროექტი.
„საქართველოში  ლოჯისტიკური ტესტის შექმნას ვვარაუდობთ. გვაქვს საშუალება, რომ მომავალში ბაზარს შევთავაზოთ ქართული რვაკაციანი თვითმფრინავები.  ფრანგულ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლის შედეგად საქართველოში თვითმფრინავების წარმოების საკმაოდ დიდი ცენტრი შეიძლება შეიქმნას, ფრანგული კომპანიის ქვეკონტრაქრორი შეიძლება  თბილავიამშენიგახდეს. შესაბამისად, საუბარია ასობით მილიონ დოლარიანი ინვესტიციების  და საწარმოში ასობით ახალ სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ. მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე საქართველოს მოსახლეობის დასაქმების პოლიტიკა კვლავ გაგრძელდება“.– განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური