საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა წეროვანში ქაღალდის წარმოების ქარხანა დაათვალიერა

2009 წლის 13 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა წეროვანში მდებარე ქაღალდის წარმოების ქარხანა დაათვალიერა. ქარხანა იაფი კრედიტის ფარგლებში შენდება, სადაც პირველ ეტაპზე 75 ადამიანი დასაქმდება, შემდგომ კი რაოდენობა 150–მდე გაიზრდება.

,,ჩვენი მიზანია, საქართველოში მრავალი ასეთი ინვესტიცია განხორციელდეს, რომელიც ასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ქაღალდის წარმოების ქარხანას არც საქართველოში და არც ამიერკავკასიში ანალოგი არ ჰყავს. პირველ ეტაპზე საწარმოში, ძირითადად რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დასაქმდება,''- განაცხადა ნიკა გილაურმა

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური