საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი საქართველოში აკრედიტირებული კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

2009 წლის 22 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში'', საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი, ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკურ საკითხებზე მიმდინარეობდა.

,,საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, მათი შეხედულებების და მოსაზრებების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ, მათ საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარება გავაცანით. თუ რა პრობლემებია და რას ვაკეთებთ არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად. აგრეთვე გავაცანით, თუ როგორ მიმდინარეობს დონორების თანხების ათვისება ქვეყანაში. მინდა ავნიშნო, რომ იზრდება დაფინანსება, როგორც მსოფლიო ბანკიდან ასევე აზიის განვითარების ბანკიდან, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,''- განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მიმნისტრის პრესსამსახური