საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია „ცენტრალური ბანკების თანამედროვე როლი მცირე ზომის ღია ეკონომიკურ ქვეყნებში''

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური კონფერენციაზე „ცენტრალური ბანკების თანამედროვე როლი მცირე ზომის ღია ეკონომიკურ ქვეყნებში''2009 წლის 27 ივნისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში" საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი თემა იყო „ცენტრალური ბანკების თანამედროვე როლი მცირე ზომის ღია ეკონომიკის ქვეყნებში". კონფერენციის მოწყობის ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბანკს ეკუთვნის.

საერთაშორისო კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გამოვიდა.

კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), აზიის განვითარების ბანკმა (ADB), 20-ზე მეტი სახელმწიფოს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა პირებმა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს. კონფერენციაზე კოლუმბის უნივერსიტეტის პროფესორი, ნობელის პრემიის ლაურეატი რობერტ მანდელა მოხსენებით გამოვიდა.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენით გამოწვეული შედეგები მცირე და ღია ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებში და მათ აღმოსაფხვრელად გატარებული კონკრეტული ღონისძიებები, აგრეთვე, ცენტრალური ბანკების როლი ეკონომიკური კრიზისების დაძლევის საკითხებში და სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები განიხილეს.

პრემიერ–მინისტრის პრესსამასხური