საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

მთავრობის ღონისძიება „ანგარიში ხალხს“ ამოსაბეჭდი ვერსია

2009 წლის 5 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე მთავრობის ღონისძიება „ანგარიში ხალხს" გაიმართა. მინისტრებმა სამინისტროების მუშაობის შედეგები და სამომავლო გეგმები საზოგადოებას წარუდგინეს.

რუსთაველზე სამინისტროების პავილიონები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დაათვალიერა. ნიკა გილაურის განცხადებით, ამ ღონისძიების მთავარი მიზანია მოსახლეობის ინტერესის დაკმაყოფილება.

"დღეს გადავწყვიტეთ სიახლე შემოგვეტანა,მოსახლეობისათვის ჩვენი ანგარიში ჩაგვებარებინა ასეთი ფორმით. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს რას აკეთებს მთავრობა, მათ პასუხები კითხვებზე მინისტრებისგან ,ან მათი მოადგილეებისგან უნდა მიიღონ. მოსახლეობას შეუძლია მოსვლა, ნახვა, თუ რას აკეთებს ესა თუ ის სამინისტრო. თუ ამას მოსახლეობა მოიწონებს, ჩვენ ამას მომავალშიც გავაგრძელებთ და შეიძლება ყოველწლიური ხასიათიც მივცეთ," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური.