საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 20 მაისის მთავრობის სხდომა

2009 წლის 20 მაისს ქ.ზუგდიდიში გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 16 საკითხი. დღის წესრიგი.


სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაიხილავენ სამეგრელოში ჩასატარებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც წელს მიმდინარეობს და ზოგი მათგანი მომავალი წლების განმავლობაში განხორციელდება.

„ჯამში, სამეგრელოში წელს განხორციელდება 100 მლნ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურული ინვესტიცია, დაახლოებით 102-103 მლნ ლარი ჩაიდება ინფრასტრუქტურაში. აქედან სასმელი წყლის სისტემებს მოხმარდება 28 მლნ, ხოლო საკანალიზაციო სისტემას 4 მლნ-ზე მეტი". „დაგვიგროვდა ბევრი განსახილველი საკითხი. სოფელ კიცხის ტაძარი ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია და მის აღსადგენად ჩვენ 1 მლნ ლარი გამოვყავით. სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება,"- აღნიშნა ნიკა გილაურმა.

აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფოთში ხორბლის ახალი ელევატორის გახსნას დაესწრო. საწარმოს მარცვლეულის საწყობი ერთდროულად 12000 ტონა ხორბალს დაიტევს. ამ საწყობში შეინახება უკრაინიდან, კანადიდან და ყაზახეთიდან შემოსული მარცვლეული.

"ამ პროექტში 4 მლნ დოლარამდე ჩაიდო. გაკეთდა ახალი საწარმო ელევატორი, რომელიც 12 ათას ტონაზეა გათვლილი. წლის განმავლობაში მას 100000 ტონამდე ბრუნვის საშუალება ექნება. საუბარია ხორბალზე და სხვა ბურღულეულზე. ეს ახალი საწარმოა, რომელსაც აქვს დიდი პერსპექტივა ... შეიძლება გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კიდევ ერთი რგოლი, სადაც 40-დან 80-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული. ახალი ინვესტორების მოზიდვასთან, ინვესტიციების ჩადებასთან და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა შეიქმნას," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური