საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 28 მაისის მთავრობის სხდომა

2009 წლის 28 მაისს ოზურგეთში, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 20 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებემდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამოდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

"დღეს, მთავრობის სხდომას გურიაში ვატარებთ, შესაბამისად იმ პროექტებს განვიხილავთ, რომლებიც წელს ამ რეგიონში განხორციელდება. ნაწილ პროექტებს, სახელმწიფო დააფინანსებს დანარჩენს კი, კერძო სექტორი. ჯამში, გურიაში ბიუჯეტიდან 18 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სასმელ წყალზე, სამ მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. სკოლების და ბაღების რეაბილიტაციაზე ორ მილიონ ლარზე მეტი, ხოლო გზებზე 9 მილიონ 700 ათასი ლარი. დღესვე, ხელი მოეწერება ბახვი ჰესი 3-ის, მშენებლობის პროექტს, რომელიც მომავალ წელს დაიწყება და 9 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

აგრეთვე, დღის წესრიგში განსახილველად გვაქვს ზოტი ჰესის კასკადის მშენებლობის პროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, სხდომის დამთავრებისთანავე ენერგეტიკის მინისტრი, ენერგოპროსთან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. საუბარია, 41 მეგავატიან კასკადზე, რომელიც შედგება 2 ჰესისაგან. პროექტის განხორციელებაზე, ჯამში 60 მილიონი დოლარი დაიხარჯება. მშენებლობაზე, ათასობით ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება, ვინაიდან ახლა ჯერ პროექტირება მიმდინარეობს.

სხვა განსახილველ საკითხებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია პატიმრობის კოდექსი რომელიც მოკლევადიან შვებულებებს ეხება ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ პაემნების რაოდენობაც იზრდება, ვიმედოვნებ რომ ამ პროექტს უახლოეს მომავალში პარლამენტში შევიტანთ,'' - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური