საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №220

"ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის N176 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად "ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის N176 დადგენილებაში (სსმ, N119, 2005 წელი, მუხლი 1320) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. II ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვის მფლობელებს, რომლებსაც კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული ჰქონდათ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებათა გაცემის ან/და მაგისტრალური ან ოფიცინალური რეცეპტით ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების უფლება, უთანაბრდებიან ავტორიზებულ აფთიაქს და, სურვილის შემთხვევაში, სააგენტოში მიმართვისთანავე, დაუ-ყოვნებლივ უფასოდ მიეცემათ ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა შესაბამის საქმიანობაზე.".

2. დადგენილების დანართი "ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობები" ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობები

 

 

ავტორიზებული აფთიაქების საერთო პირობები

1

ავტორიზებული აფთიაქი განთავსებულია იზოლირებულ ფართობში

2

ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია ხდება სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალის მიერ

3

აფთიაქს გააჩნია:

3.1

სა­რეალიზაციო ფართობი (მომხმარებლისა­თვის ფარმაცევტული პროდუქტების გა­ცე­მისა და კონსულტაციის მიწოდების შესაძლებლობით)

 

 

3.2

სამარაგო განყოფილება

 

3.3

ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მხრი­დან დამატებით განსაზღვრულია სხვა სა­თავ­სები, რომელთა დანიშ­ნულება და გან­ლა­გება შეესაბამება საქმიანობის მოთ­ხოვნილ მოცულობას

 

4

აფთიაქში უზრუნველყოფილია ფარმაცევტული პროდუქტების უსაფრთხოების დაცვა გარემო ფაქტორების უარყოფითი გავლენისაგან:

4.1

 სინათლე

 

4.2

 ტენიანობა

 

4.3

 გამოშრობა და აორთქლება

 

4.4

 მაღალი და დაბალი

 ტემპერატურა

 

4.5

 გარემოში არსებული აირები

 

5

აფთიაქში კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფი­ლია ფარმაცევტული პროდუქტების ნარჩენების:

5.1

აღრიცხვა

 

5.2

უსაფრთხო სეგრეგაცია

 

5.3

შეგროვება

 

5.4

შენახვა

 

5.5

გატანა

 

5.6

უტილიზაცია ან/და განადგურება

 

6

აფთიაქი აღჭურვილია ისეთი მატერიალურ-ტექნიკური პირობებით, რომლებითაც უზრუნველყოფილია   ფარმაცევტული პროდუქტის:

6.1

შენახვა

 

6.2

განთავსება

 

6.3

გაცემა

 

7

აფთიაქში უზრუნველყოფილია:

7.1

მომხმარებლის მიერ ფარმაცევტული პრო­დუქტის შენახვის პირობების გაცნობ­ის (დათ­ვა­ლიერების) შესაძლებლობა

 

 

7.2

თამბაქოს მოწევის აკრძალვა კანონმდებლობის შესაბამისად

 

 

ავტორიზებული აფთიაქების დამატებითი პირობები

1

მაგისტრალური ან ოფიცინალური რე­ცეპტით ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების შემთხვევაში:

 

1.1

აფთიაქში ფარმაცევტული პროდუქტის მომზადებას ახორცი­ელებს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი­ განათლების მქონე პირი

 

1.2

აფთიაქი აღჭურვილია ისეთი მა­ტე­რია­ლურ­-ტექნიკური პირობებით, რომლებითაც უზ­რუნ­ველყოფილია   ფარმაცევტული პრო­დუქტის მომზადება

 

1.3

აფთიაქს გააჩნია სხვა სათავსებისაგან და­ნი­შ­ნულებისამებრ აღჭურვილი იზოლ­ირე­ბუ­ლი სათავსები:

 

1.3.1

საასისტენტო

 

 

 

1.3.2

გამოხდილი წყლის მისაღები (საჭიროებისამებრ)

 

1.3.3

სასტერილიზაციო

 

1.3.4

სამრეცხაო

 

1.3.5

ასეპტიკური ბლოკი (სტერილური ფარმაცევტული პროდუქტები მომზადების შემთხვევაში) 

 

2

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო სა­შუალებების მიმოქცევის შემთხვევაში აფთიაქში უზრუნველყოფილია:

2.1

ფარმაცევტული პროდუქტების შენახვა ფარ­მაკოთერაპიული და ტოქ­სი­კო­ლო­­გიუ­რი ჯგუფების მიხედვით

 

2.2

ფარმაცევტული პროდუქტების დაცულობა (რკინის სეიფი, შესაბამისად აღჭურვილი სათავსი)

 

2. 3

პასუხისმგებელი პირის არსებობა, რომელსაც გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წე­სით გაცემული ცნობა ნარკოლოგიურ აღ­რიც­ხვაზე არყოფნისა და სამედიცინო ნა­კო­ლო­გი­ური შემოწმების შესახებ

 

2.4

აფთიაქში უზრუნველყოფილია ფარმაცევტული კანონმდებლობით განსაზღვრული საქმისწარმოება..

 

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური