საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №221

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N39 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, N54, ნაწილი III, მუხლი 462) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის "ტ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ტ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოვლენააღკვეთა, თავიდან აცილება, წინასწარი გამოძიება; საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება; ამ სფეროში დანაშაულებისა და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამის წინადადებათა მომზადება;".

2. მე-4 მუხლში:
ა) მე-3 პუნქტის "დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს, გარდა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგამოძიებო სამსახურის უფროსისა;";
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს "დ1" ქვეპუნქტი:
"დ1) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურას;";

გ) მე-3 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:
ვ.ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს;
ვ.ბ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით;
ვ.გ) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეებს და გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მოადგილეებს;
ვ.დ) სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილეებს და სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მოადგილეებს;
ვ.ე) შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეებს და შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს;
ვ.ვ) საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეებს და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს;".

3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ე) შეიმუშავებს საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით განსაზღვრული დადგენილებებისა და ბრძანებების პროექტებს, მეთოდურ მითითებებს, აგრეთვე მონაწილეობს საგადასახადო და საბაჟო სფეროებში კანონპროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებასა და განხილვაში;".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური