საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №223

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის N47 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის N47 დადგენილებას (სსმ, 2009 წელი, N30, მუხლი 364) დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

"12. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის საჭირო საექსპერტო მომსახურების გაწევა განახორციელოს შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური