საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №225

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N64 დადგენილებით (სსმ, 2006 წელი, N35, III ნაწილი, მუხლი 430) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დირექტორის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური