საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №226

,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის N8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის N8 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ" ქვეპუნქტი ჩამოყა-ლიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს;".

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10.
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.".

3. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ" ქვეპუნქტი:
„გ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური