საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №227

"მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, III ნაწილი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს ცვლილება და 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

"41. V კლასის ობიექტებზე, რომლებიც წარმოადგენენ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და სოციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებს ან მათ კომპლექსებს და რომელთა მშენებლობის დაფინანსება ხორციელდება საერთაშორისო საფინანსო, ან სხვა შესაბამისი ინვესტიციის განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება გაიცეს მშენებლობის ნებართვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთისა და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის გარეშე. ასეთ შემთხვევაში სანებართვო პირობებში განისაზღვრება ამ დოკუმენტების წარდგენის ვადა და ნებართვის მფლობელს მხოლოდ ამ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ შეუძლია დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური