საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №231

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად:

1. შეიქმნას შეზღუდუ¬ლი შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ალექსანდრე კვიტაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

კახა ბაინდურაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ზურაბ პოლოლიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

დიმიტრი შაშკინი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ნიკა რურუა - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.

2. საბჭოს მუშაობაში წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ოთარ თოიძეს - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს

მაგდა ანიკაშვილს - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს

ამირან ბატატუნაშვილს - ,,საქართველოს ყრუთა კავშირის" წარმომადგენელს

რეზო მაისურაძეს - ,,საქართველოს უსინათლოთა კავშირის" წარმომადგენელს

გიორგი ძნელაძეს - ,,ინვალიდთა ლიგის" წარმომადგენელს

ზაზა სიხარულიძეს - ,,ღვთისშვილთა კავშირის" წარმომადგენელს

ნანა ლომაძეს - ,,კავშირი ადამიანებისათვის, განსაკუთრებულ საქმიანობას რომ საჭიროებენ" წარმომადგენელს

მაია ბიბილეიშვილს - ,,ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" ასოციაციის წარმომადგენელს

მადონა ხარებავას - ასოციაცია ,,დეას" წარმომადგენელს.

მუხლი 2. დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური