საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №233

"საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის N57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად "საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის N57 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, N70, მუხლი 624) დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

"11. პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს მთავრობის წევრთა მიერ საკუთარი უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად განხორციელებისა და დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებისათვის გამოიყენოს მათი წახალისების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, პრემირება. აღნიშნულის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური