საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №234

"თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად "თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N138 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"მუხლი 7. ლიცენზიის მოქმედების ვადა
ლიცენზია სამინისტროს მიერ გაიცემა ათ წლამდე ვადით. შიდა წყალსატევების შემთხვევაში შესაძლებელია თევზჭერის ლიცენზიის გაცემა არა უმეტეს ოც წლამდე ვადით.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური