საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №236

იმ ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებების (საწარმოების) სახსრებით, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანო, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა.თ." ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს იმ ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებების (საწარმოების) სახსრებით, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების თანდართული სპეციალური წესი.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან და ძალაშია 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური