საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №238

"ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო
მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ"
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 ივლისის ¹121 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად "ძველი თბილისის რეაბი-ლიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 ივლისის ¹121 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-დაქციით:
"მუხლი 3. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მერიას, პროგრამის განსახორციელებლად შექმნას კომისია, რომელიც ჩამოაყა¬ლი¬ბებს პროგრამაში მონაწილეობის საკონკურსო პირობებს.".
2. დადგე¬ნი¬ლებით დამტკიცებული ძველი თბილისის რე¬აბი-ლიტაციის სა¬ხელმწიფო მიზნობრივი პროგრამა ,,ძველი თბილისის ახალი სი¬¬ცოცხლე" ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:
"ძველი თბილისის რეაბილიტაციის
სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე"

მუხლი 1. ძველი თბილისის რეაბილიტაციის სა-ხელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ,,ძველი თბილისის ახალი სი¬¬ცოცხლე" (შემდგომში - პროგრამა) მიზნები

პროგრამის მიზნებია:
ა) ძველი თბილისის რეაბილიტაცია;
ბ) მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესე¬ბა;
გ) სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება;
დ) წინაპირობების შექმნა, რათა საფინანსო ორგანი¬ზაცი¬ებმა მონაწილეობა მიიღონ ძველი თბილისის აღდგენისა და მოსახლეობის საც¬ხოვ¬რებელი პირობების გაუმჯობესების პრო-ცესში.

მუხლი 2. პროგრამის ამოცანები

პროგრამის ამოცანებია:
ა) მენაშენეებთან თანამშრომლობით ნებაყოფლობით საწ-ყისებზე მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმ¬ჯობე¬სება;
ბ) მექანიზმების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობენ:
ბ.ა) მიმ¬დინარე მშენებლობა¬თა დასრულებას;
ბ.ბ) ძველი თბილისის რეაბი¬ლიტაციის პროცესში მოსახ-ლეობის, მენაშენეებისა და საფინანსო ორგანი¬ზაცი¬ების ნება¬ყოფ-ლობით მონაწი¬ლეობას.

მუხლი 3. პროგრამის პრინციპები

1. პროგრამა განხორციელდება ძველ თბილისში ქალაქ თბი-ლისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიებზე.
2. მხარეების პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლო¬ბითია.

მუხლი 4. პროგრამის მონაწილეები

პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ:
ა) კვალიფიციური მენაშენეები და საფინანსო ორგანი¬ზაცი-ები, რომლებიც აკმა¬ყო¬ფილებენ ქალაქ თბილისის მერიის კომისიის მიერ დად¬გენილ პირობებს;
ბ) ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს მთავრობა, რომლებიც დააფინანსებენ აღნიშნულ პროექტს და მონაწილე¬ობას მიიღებენ კომისიის მუშაობაში.

მუხლი 5. პროგრამაში მონაწილე პირთა უფლებები და
ვალდებულებები

1. ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ არე-ალში (სადაც განხორციელდება პროგრამა) მცხოვრებ მო¬სახ¬ლეს უფ¬ლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში.
2. ამ პროგრამის მიზნებისათვის ქალაქ თბილისის მერიის კომისია განსაზღვრავს მიწის შესასყიდ ღირებულებასა და ამ ღირებულების დის¬კონტირების პრინციპებს.
3. ქალაქ თბილისის მერიის კომისია უფლებამოსილია, განსაზღვროს კვალიფიციური მენაშენისა და საფინანსო ორგა¬ნი-ზაცი¬ის ცნება პროგრამაში მონაწილეობის მიზნით.
4. კვალიფიციურ მენაშენეებსა და საფინანსო ორგანი¬ზაცი¬ებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროგ¬რამაში.
5. კვალიფიციური მენაშენეები ვალდებული არიან, პროგ¬რა-მაში მონაწი¬ლე¬ობი¬სათვის წარადგინონ მათსა და საფინანსო ორგანი¬ზაცი¬ას შორის დადე¬ბული ხელშეკრულება ან/და სა-ფინანსო ორგანიზა¬ციის წერი¬ლობითი თანხმობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს საფინანსო ორგა¬ნი¬ზაციის ვალდებუ¬ლე¬ბას, გასცეს კრედიტი მენაშენის სახელ¬ზე პროექტის დაფი¬ნანსების შემთხვევაში.
6. კვალიფიციური მენაშენეები ვალდებული არიან, პროგ-რამაში მონაწი¬ლე¬ობისათვის წარადგინონ მათსა და მო¬სახ¬ლეო¬ბას შორის დადებული ხელშეკრულება.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრუ¬ლება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) მოსახლეობა მიიღებს ბინას ძველი საცხოვრებლის ნაც-ვლად;
ბ) მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდე¬ბუ-ლებები რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ - საჯარო რე¬ესტ¬რის ეროვნულ სააგენტოში;
გ) ქალაქ თბილისის მერიის კომისიის მიერ განსაზღვ¬რულ დამატებით პირობებს.
8. ქალაქ თბილისის მერიის კომისია უფლებამოსილია, განსაზღვროს დამატებითი პირობები, რომლებსაც უნდა აკმა-ყოფილებდეს კვალიფიციურ მენაშენესა და საფინანსო ორგა-ნიზაციას შორის გა¬ფორ¬მებული ხელ¬შეკრულება.
9. მხარეები ვალდებული არიან, შეასრულონ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები.

მუხლი 6. პროგრამის განხორციელების მექანიზმი და
დაფინანსების მეთოდოლოგია

1. პროგრამის განსახორციელებლად ქალაქ თბი¬ლისის მე¬რია ქმნის კომისიას, რომელიც აცხადებს კონ¬კურსს.
2. კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო პირობები მტკიცდება ქალაქ თბი¬ლისის მთავრობის მიერ.
3. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად.
4. კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსის ორივე ეტაპი შეიძლება ჩატარდეს ერთდროულად.
5. გამარჯვებული ვლინდება კომისიის მიერ განსაზღვ¬რული 1 მ2-ზე გადასახდელი დისკონტირებული ღირებულების ზღვარის, დაფინანსების ზღვრული ჯამური თანხისა და პრე¬ტენ-დენტების მიერ შემოთავაზებული დაბალი დისკონტი¬რე¬ბუ¬ლი ფასების მიხედვით (გამოთავისუფლებული მიწის კვადრა¬ტულ მეტრზე გაანგარიშებით).
6. კონკურსის შედეგების გათვალისწინების გარეშე და¬ფი-ნანსდება იმ კვალიფიციურ მენაშენეთა პროექტები, რომლებიც წარად¬გენენ საბანკო გარანტიას, რომ პროექტის დაფინან¬სები¬დან განსაზღვრულ ვადაში (სამი თვე) ამავე თანხად (რეალურ გამოხატულებაში) შეიძენენ მიწის ნაკ¬ვეთს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული¬საგან.
7. პროექტში გამარჯვებულ კვალიფიციურ მენაშენეს რჩება უფლება, რომ პროექ¬ტის დაფინანსე¬ბიდან მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში ამავე თანხად (რეალურ გამოხატულებაში) შეიძინოს მიწის ნაკვეთი, მიუ¬ხე¬დავად იმისა, წარდგენილია თუ არა გარანტია.
8. შესყიდული მიწის ნაკვეთების ფასის გადახდა გან¬ხორ-ციელდება საკონკურსო პირობებით დადგენილი მოთხოვნე¬ბის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
9. პროექტის დაფინანსების დაწყებიდან სამი თვის შემ¬დეგ, თუ შესაბამისი მიწის ნაკვეთი არ იქნება გამოს¬ყი¬დული გამარ-ჯვებული კვალიფიციური მენაშენის მიერ, ქალაქ თბილი¬სის თვით¬მმართველ ერთეულს ეს ნაკვეთი გააქვს აუქციონზე. იმ შემთხვევაში, თუ ნასყიდობის საგანი არ გაიყიდება, ქალაქ თბი¬-ლი¬¬სის მერია მას განკარგავს კანონმდებლობით დადგე¬ნი¬ლი წესით.
10. ქალაქ თბილისის მერია უფლებამოსილია, განსაზღვ-როს შესაბამისი მიწის ნაკვეთები, რომელთა განკარგვა მოხ¬დება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ქა¬ლა¬ქის განვითარების ინტერესებს.
11. თუ მიწის ნაკვეთი გაიყიდება პროექტის დაფინან¬სე¬ბა¬ში გა¬დახ¬¬¬დილ თანხაზე მაღალ ფასად 1 მ2-ზე გაან¬გა¬რი¬შე¬ბით (რე¬ა-ლურ გამოხატულებაში), მაშინ ნა¬მეტი გადაეხ¬დება პროექ¬ტის განმახორციელებელ შესაბამის კვალიფიციურ მენაშენეს.
მუხლი 7. პროგრამის მონიტორინგი

პროგრამის შესრულების მონიტორინგს ახორციელებენ ქა-ლაქ თბილისის მერია და საქართველოს მთავრობა.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა¬ნავე.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური