საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №243

,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, N94, III ნაწილი, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"4. ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით საშეშე და სამასალე მერქნის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სატყეო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები, შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, ან მისი ტერიტორიული ორგანო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების - სატყეო სამმართველოს შესაბამისი ორგანოები, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ამ პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების აუცილებელ რაოდენობას და შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მეშვეობით თავად ახორციელებენ მათ ტირაჟირებას.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური